სინათლის (LED) თერაპია

- საწყისი:
- 20 ₾
- ხანგრძლივობა:
- 15 - 30 წთ
LED Light Therapy წარმოადგენს არაინვაზიურ აპარატულ პროცედურას, რომელიც იყენებს სხვადასხვა სიგრძის სინათლის ტალღებს კანის უჯრედულ დონეზე ზემოქმედებისთვის.
პროცედურა სრულდება Celluma MED აპარატით, რომლის მთავარი უპირატესობა არის მისი მაღალი სიმძლავრე და ოპტიმალურად დაბალანსებული სინათლის ინტენსივობა. აპარატის ხარისხი და ნათურის სიძლიერე მნიშვნელოვან როლს ასრულებს შედეგის მიღწევაში, რადგან უზრუნველყოფს სინათლის ღრმა და ეფექტურ შეღწევას კანში.
სხვადასხვა სპექტრის სინათლე მოქმედებს კანის სხვადასხვა პრობლემაზე:
წითელი სინათლე ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას;
ლურჯი სინათლე ამცირებს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს;
ახლო ინფრაწითელი სინათლე ხელს უწყობს კანის აღდგენას და ამცირებს ანთებით პროცესებს.
პროცედურა არის უსაფრთხო, კომფორტული და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.
პროცედურის დეტალები:
კანის რეგენერაციის სტიმულაცია
კოლაგენის გამომუშავების გააქტიურება
აკნეს გამომწვევი ბაქტერიების შემცირება
ანთების შემცირება
კანის ტონისა და ტექსტურის გაუმჯობესება